სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 93 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 10 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 93 ადამიანი მკურნალობს, აქედან, 10 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 40 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 ადამიანი მკურნალობს, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 15 პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 53 პირი. საკარანტინო სივრცეში 93 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები