სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ჩატარებული 10 678 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 133 შემთხვევა. აქედან 14 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 872-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 081-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 212 აქტიური შემთხვევიდან 1 426 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები