სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 98 პაციენტი მკურნალობს, აქედან, 10 პირის მდგომარეობა მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 41 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 29 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 ადამიანი მკურნალობს, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 17 პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 28 პირი. საკარანტინო სივრცეში 107 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები