ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 26 700 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა. აქედან 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 377-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 343 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 953 აქტიური შემთხვევიდან 1 310 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში
73 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები