სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 78 პირი მკურნალობს, 4-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 78 ადამიანი მკურნალობს,
აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 26 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 31 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 3 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 14 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 98 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები