ზუგდიდში, რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთმა
პირველმა მერიის ააიპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გაიკეთა. ნანა ოდიშარია ამბობს, რომ თავს მშვიდად გრძნობს და მედიკოსებს მოუწოდებს ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში პირველი მედიკოსი, რომელიც "ასტრაზენეკათი" აიცრა, ზუგდიდელი ალერგოლოგი
ლანა უბილავაა. მან აცრა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
სამეგრელოში ამ ეტაპისთვის 3100 დოზაა ჩამოტანილი, აქედან ზუგდიდისთვის 1100-ია გათვალისწინებული. ამ დროისთვის ზუგდიდში ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი 40-მა მედიკოსმა გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები