სამეგრელოს 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში 85 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან რუხის კლინიკაში მკურნალობს 27 კოვიდ პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში - 28, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 11 ინფიცირებული იმყოფება, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 4 პაციენტი, სენაკში „ლაზიკა მედი“ - 15.
კოვიდდადებითი პაციენტებიდან 9 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 ინფიცირებული, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 111 ადამიანი.
ბოლო დღე-ღამეში კი რეგიონში კოვიდ 19 კიდევ
6 ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები