სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 85 ადამიანი მკურნალობს, მძიმეა 9 პირის მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 85 ადამიანი მკურნალობს, აქედან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 27 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 28 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 11 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 4 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 15 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 102 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები