ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 29 652 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა.
აქედან 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 685-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 128 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 693-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 308 აქტიური შემთხვევიდან 1 376 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში
85 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 658 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები