კორონავირუსის გამო ზუგდიდის მე-6 სკოლის 2 კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ ვირუსი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში დაუდასტურდათ, თუმცა უსაფრთხოების გამო
2 კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე მაინც გადაიყვანეს.
„ინფიცირებული მოსწავლეები მე-12 და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან და ამ კლასების მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ იზოლაციის პერიოდი 24-26 მარტს უმთავრდებათ“, - აღნიშნა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ.
მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებში და სკოლის სხვა თანამშრომლებში, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ ტესტი უტარდებათ, კორონავირუსის არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები