სამეგრელოს კლინიკებში მყოფი ინფიცირებულებიდან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 91 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 31 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში - 25, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 11 კოვიდდადებითი ადამიანი მკურნალობს, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 5 პაციენტი, სენაკში, "ლაზიკა მედიში" - 19.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვირუსი დაუდასტუდა 13 ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები