სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 90-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 31 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 23 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, 1-ის ერთის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 5 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 20 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 122 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები