სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 93 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 32 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების
13 ახალი შემთხვევა.საკარანტინო სივრცეში 122 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები