სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 94 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 33 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 139 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები