აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 176 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 40-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 პაციენტი, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი და 1941 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.
გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში ამ ეტაპზე 17 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 22 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის 6 პაციენტი მძიმედაა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 5, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 8 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 207 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 208, გამოჯანმრთელებული კი 12 650 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები