ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 23 169 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა.
აქედან 22 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 158 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 717 აქტიური შემთხვევიდან 1 423 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში
94 პირი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები