აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 205 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 19-ს Covid-19 დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში ამ ეტაპზე 27 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 7, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 13 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, ტყვარჩელში კი 2 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 274 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 209, გამოჯანმრთელებული კი 12 708 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები