აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 151 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 6-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში ამ ეტაპზე 24 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 7, ტყვარჩელის კლინიკაში 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 14 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 318 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 211, გამოჯანმრთელებული კი 12 810 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები