სამეგრელოს მუნიციპალიტეტების კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ დრმდე 90 ინფიცირებული რჩება, მათგან ყველაზე მეტი - 30 კოვიდდადებითი რუხის კლინიკაში მკურნალობს.
ფოთის საავამდოფოში 31 ინფიცირებულს მკურნალობენ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 8-ს, აბაშის ევექსისი კოვიდ კლინიკაში 5-ს, სენაკში, კლინიკა "ლაზიკა მედიში" 16 პაციენტია მოთავსებული.
პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 141 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსისგან 13 პირი განიკურნა.
მასალის გამოყენების პირობები