გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 35 560 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა.
აქედან 41 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 219 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 804-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 360 აქტიური შემთხვევიდან 1 589 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში
90 პირი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები