აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით, 151 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 22-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. 81 წლის მამაკაცი სოხუმის ინფექციურში მკურნალობდა.
გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში ამ ეტაპზე 16 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 7, ტყვარჩელის კლინიკაში - 2, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 13 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 385 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 212, ხოლო 12 860 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები