სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 134 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 134 ადამიანი მკურნალობს, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 41 კოვიდპაციენტი გადის,
მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 13 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 36 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 109 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები