აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით, 193 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 29-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 20 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 8, ტყვარჩელის კლინიკაში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 11 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 487 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 214 პირი, ხოლო 12 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები