სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 182 ადამიანი მკურნალობს, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 72 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 38 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა. რუხის კოვიდკლინიკაში გალის მკვიდრი 73 წლის ქალი
გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეში 79 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები