სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 228 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან
24-ს დაუდგინდა კორონავირუსი.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში 29 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 9, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 5, ხოლო ტყვარჩელის კლინიკაში - 1 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 600 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 216 პირი, გამოჯანრთელდა 13 093 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები