სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 176 ადამიანი მკურნალობს, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 70 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 38 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 110 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები