გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 13 685 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა.
აქედან, 40 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 526 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 277 829-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 7 017 აქტიური შემთხვევიდან 2 422 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში
216 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 10 მძიმედაა.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები