ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ზუგდიდის მე-4 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადადის
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში Covid-19 სულ 5 მოსწავლეს დაუდასტურდა.
"2 ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, დანარჩენი 3 კი უფროსკლასელები არიან, ერთი კლასის მოსწავლეები", - გვითხრა მან.
ონლაინ სწავლება აღნიშნულ სკოლაში 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები