ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 65 წლამდე ქალი სენაკის მკვიდრია.
ის "ლაზიკა მედში" გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 252 ადამიანი მკურნალობს. მათგან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 115 პირი. საკარანტინო სივრცეში 7 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები