რუხის კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან, 26-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით, 260 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 26 პაციენტი.
კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 149 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 26 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 26 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 48 პირი აგრძელებს მკურნალობას.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები