ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი მათგანი 57 წლის ქალია და ხობის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის თბილისის კოვიდ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ხოლო მეორე გარდაცვლილი 88 წლის ქალი სენაკის მუნიციპალიტეტიდანაა, რომელიც რუხის კლინიკაში მკურნალობდა.
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდცენტრებში სულ 273 პირი მკურნალობს, მათგან 21 პაციენტი მძიმედაა.
მასალის გამოყენების პირობები