აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 211 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 49 -ს Covid– 19 დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 45 პირი მკურნალობს, მათგან 31 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, გაგრის საავადმყოფოში - 18, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 666 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 660, გარდაიცვალა - 222 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები