რუხის საავადმყოფოში აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდცენტრში 1 პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 69 წლის ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.
ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში 130 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობის კურსს, მათგან 18 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში სულ 257 პაციენტი მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები