სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 257 პაციენტიდან 18 პირის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 257 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 18 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 130 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 22 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 53 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12.
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობა 103-ს შეადგენს.
სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 11 მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები