სამეგრელოს კოვიდცენტრებში 272 ადამიანი მკურნალობს, 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 272 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 21 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,
რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 138 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 54 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12. რეგიონის კოვიდცენტრებში არსებული თავისუფალი საწოლფონის რაოდენობა 88-ს შეადგენს.
სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 73 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 11 მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები