დღეიდან აფხაზეთში რუსული "სპუტნიკ ვ" - თ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 12 მაისიდან, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი
იწყება. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე რუსული ვაქცინით "სპუტნიკ ვ" მედპერსონალი აიცრება.
იმუნიზაციის ცენტრები სოხუმის პოლიკლინიკაში და ცენტრალური რაიონული საავადმყოფოების ბაზაზე იფუნქციონირებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამცრელი კაბინეტები მზადაა მოქალაქეთა მისაღებად, ხოლო მედიკოსთა ბრიგადები ერთი კვირის მანძილზე ემზადებოდნენ და მიიღეს შესაბამისი ინსტრუქიციები, ვაქცინაციის პროცესის წარსამართავად.
12 მაისს, ვაქცინაციის პირველ დღეს, ქალაქის პოლიკლინიკაში ვაქცინის გაკეთების 15 მსურველია დარეგისტრირებული, მათ შორის მედიკოსები.
ანტიკოვიდური რუსული ვაქცინის "სპუტნიკ ვ" - ს პირველი პარტია, 6 500 დოზის ოდენობით, სოხუმმა მოსკოვისგან აპრილის ბოლოს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები