სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 236 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 36 - ს Covid – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათგან 31 მძიმე მდგომარეობაშია.
ამავე ინფორმაციით, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, გაგრის საავადმყოფოში - 15, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 870 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 856, გარდაიცვალა - 224 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები