ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით. სულ გამოვლინდა ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა,
აქედან 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 326 441-მდე.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 329 პირი, მათგან 20 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 306 264-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 15 572 აქტიური შემთხვევიდან 4 278 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, სამეგრელოს კოვიდცენტრებში
288 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის
1 აბაშის მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები