სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
76 წლის ქალი ოჩამჩირეს მკვიდრია , ის სამკურნალოდ რუხის კოვიდცენტრში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ 158 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები