სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 28 209 პირი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა.
აქედან 104 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში 292 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 20 პაციენტი, რომელიც რუხის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-გან კიდევ 56 პირი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 18 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები