რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა
რუხის კოვიდკლინიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 152 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 8-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდცენტრებში სულ 272 პირი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები