აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 193 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 26 - ს Covid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 14 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან 10 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 11 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 11, ტყვარჩელში კი 7.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 274 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 528, გარდაიცვალა 230 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
აფხაზეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები