სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 267 პაციენტი რჩება, მათგან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე,ა 45-ის კი საშუალო სიმძიმის.
გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 150 ინფიცირებული რუხის კლინიკაში მკურნალობს, ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი, სენამედში - 12, სენაკის საავადმყოფო ლაზიკა მედიში კი 54 პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 20 ადამიანია მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი, კარანტინში კი 22 პირია.
მასალის გამოყენების პირობები