სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 1 233 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 89 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 270 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია რუხის საავადმყოფოს 13 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტი. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 108-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში 22 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები