სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 70 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 832 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში 70 დაფიქსირდა. Covid 19-ზე სულ 31 409 კვლევა ჩატარდა.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოში 259 პირია მოთავსებული, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 13 პაციენტი, რომელიც რუხის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. გასული დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ს შეადგენს.
საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები