სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან 48 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 261 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია რუხის საავადმყოფოს 13 პაციენტი. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 45-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში 9 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები