ახალი ამბები
სოფელ დარჩელში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში 18 მაისიდან, დღემდე კოვიდ19-ის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის გაფართოებული სკრინინგი მიმდინარეობს. ამავე ცნობით, ამ დროისთვის, სოფელში 57 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობს.

„ვაგრძელებთ ტესტირებას, უნდა შევაფასოთ მდგომარეობა და აქტიურად უნდა გამოვავლინოთ დადებითი შემთხვევები, რათა მოვახდინოთ მათი იზოლაცია, რომ არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. პირველივე შემთხვევების დროს სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ამასთან, ვირუსი დაფიქსირდა ბაღშიც და დავხურეთ დაწესებულება“, - უთხრა რადიო "ათინათს" „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

მანამდე, 29-30 მაისს და 6 ივნისს, სოფელში ტესტირება ორჯერ ჩატარდა. დღეს კი გაფართოებული სახით, კარდაკარის პრინციპით მიმდინარეობს დადებითი შემთხვევების გამოვლენა.

შესაბამისი კითხვის პასუხად, ოდიშარია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სოფლის ჩაკეტვა არ იგეგმება და ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება.



ფოტო: "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.