ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 40 667 კვლევა ჩატარდა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 794 ახალი შემთხვევა. აქედან 48 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065, საიდანაც 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 247 სამეგრელოს კოვიდცენტრებში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან რეგიონის მასშტაბით 63 პირი განიკურნა. საკარანტინო სივრცეში 11 ადამიანი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 ზუგდიდის მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 034 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები