სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში ვირუსით ინფიცირებული 197 ადამიანი მკურნალობს, მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 40-ის კი საშუალო სიმძიმის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 ადამიანი, მათგან 80 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 12 ინფიცირებული ემსხვერპლა.
ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეში 34 ადამიანია, მათ შორის 21 სამეგრელოს რეგიონში.
მასალის გამოყენების პირობები