აფხაზეთში კორონავირუსით 93 ადამიანი დაინფიცირდა და 1 გარდაიცვალა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაადასტურა. დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, Covid-19-ით
დაავადებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ამ დროისათვის, აღნიშნულ კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურში 35 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 14, გაგრაში - 15, ტყვარჩელში კი 7.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 15 849 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 15 101, კორონავირუსით გარდაცვლილია 239 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები